საზაფხულო სკოლა -
,,ინოვაცია 207“
პროექტი ეფუძნება არაფორმალური
განათლების პრინციპებს და მოიაზრებს ,,სწავლებას კეთებით“. სასწავლო კურსის განმავლობაში პროექტის ბენეფიციარებმა გაიარეს „მეწარმეობის საფუძვლების“ თეორიული და პრაქტიკული
კურსი, რაც მისცემს მათ ბიზნესისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების საშუალებას.
კრეატიული როლური თამაშებისა და სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით მოხდა მოსწავლეთა
მომზადება შემოქმედებით აზროვნებაში, იდეების გენერირებასა და სამუშაოს შესრულებაში.
საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა შექმნეს სიმულაციური ბიზნესგარემო
- ჩამოაყალიბეს რეალური
სასწავლო
კომპანია და აწარმოეს პროდუქცია. მოსწავლეებმა მიიღეს პრაქტიკული უნარ–ჩვევები წარმოებისა და მართვის საკითხებში,
მონაწილეობა მიიღეს მნიშვნელოვანი საქმიანი გადაწყვეტილებების მიღების
პროცესში და იმუშავეს ბიზნეს გეგმის შედგენაზე.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში განხორციელებული
პროგრამა ასევე ინტეგრირებული იყო მრავალფეროვანი
არააკადემიური აქტივობებით,
კერძოდ, მონაწილეებმა დაათვალიერეს ქართული საწარმოები, ჰქონდათ შეხვედრები ბიზნეს-კონსულტანტებთან, ჩატარდა გასართობი და შემეცნებითი თემატური
და სპორტული ხასიათის
ღონისძიებები .საზაფხულო სკოლის პროგრამა განხორციელდა სკოლის ბაზაზე
სპეციალურად შექმნილ თანამედროვე გარემოში. დაგეგმილი აქტივობებიდან
გამომდინარე ფიზიკური სივრცე დაიყო სხვადასხვა დანიშნულების ზონებად (სამუშაო ზონა,
ტექნოლოგიური ზონა, ბიბლიოთეკის ზონა, საგამოფენო
ზონა, დასასვენებელი ზონა, პრაქტიკული სამუშაოების
ზონა).
სასწავლო
გარემო აღჭურვილი იყო სხვადასხვა სახის საინფორმაციო
და საგანმანათლებლო რესურსით .
პროგრამის ბოლოს წახალისებული იქნა მოსწავლეთა საინტერესო იდეები. მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ საზაფხულო სკოლის
სამახსოვრო სიგელები.

Комментариев нет:
Отправить комментарий