вторник, 15 августа 2017 г.


სსიპ ქ. თბილისის №207 საჯარო სკოლის
 საგანმანათლებლო პროექტი

საზაფხულო სკოლა ,,ინოვაცია 207"

პროექტის მიზანი

პროგრამის მიზანია, მოსწავლეებს გამოუმუშავოს მეწარმეობის პრაქტიკული  უნარ– ჩვევები, გააცნოს მათ ბიზნესის და ეკონომიკის საფუძვლები მოქმედებაში (პრაქტიკაში), დაანახოს თავისუფალი მეწარმეობის ღირსებები, გაუჩინოს პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილი და აქციოს ისინი  თავისუფალ მოქალაქეება დემოკრატიულ საბაზრო ეკონომიკის საქართველოში.


პროექტის ამოცანები:
Ø არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში;

Ø სასკოლო ასაკობრივ ჯგუფებში ბიზნეს-ეკონომიკური ცოდნის საფუძვლების პოპულარიზაცია და განათლების დონის ამაღლება;

Ø მოხალისეობის ღირებულებისა  და კულტურის  შესახებ ცნობიერების ამაღლება და მოხალისეობრივ საქმიანობაში მოსწავლეთა ჩართულობა;

Ø მოსწავლეებში  ეკონომიკური განათლების  განვითარება სამეწარმეო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით;

Ø მოსწავლის კონკურენტუნარიან და პროფესიონალ პიროვნებად ჩამოყალიბება;

პროექტის ბენეფიციარები

საშუალო სკოლის მე-10, მე-11, მე-12 კლასის წარჩინებული და  მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები, რომლებიც დაინტერესებული არიან ბიზნესისა და ეკონომიკის მეცნიერებებით და მომავლის პროფესიად ირჩევენ აღნიშნულ სფეროებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий